9:19 PM ვუჩინიჩმა შესაძლოა “ინტერთან” ითამაშოს | |
![]() "იუვენტუსის” ფორვარდს "ბებერი ქალბატონის” სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შანსი აქვს. საქმე იმაშია, რომ გასულ კვირაში, ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას, ტურინელთა თავდამსხმელმა, მირკო ვუჩინიჩმა მუხლქვეშა მყესები დაიზიანა, რის გამოც "ნერაძურისთან” შეხვედრაში მისი მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, გუშინ, მირკომ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში განაახლა, რაც "ინტერთან” გასამართ ხვალინდელ დაპირისპირებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |