11:33 AM
"ვოლფსბურგი" პერიშიჩითა და დე ბრუიენით ინტერესდება




როგორც მოგეხსენებათ რამოდენიმე ხნის წინა "ვოლფსურგის" მთავარ მწვრთნელად დიტერ ჰეკინგი დაინიშნა, ამმის შემდგომ კი გუნდის სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი უკვე ტრანსფერებზე და გუნდის გაძლიერებაზე გადაერთო.

„ბილდი" წერს იმას, რომ „მგლებს" დორტმუნდის „ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველ ივან პერიშიჩის შეძენა ძალიან უნდათ.

23 წლის ხორვატს, რომელსაც კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული, „დორტმუნდის" ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვიათად ხვდება, რის გამოც არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება და ეს ტრანსფერის განხორციელებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

პერიშიჩი დორტმუნდელთა რიგებში ორი წლის გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მარკო როისის ყიდვის შემდეგ, ძირითადში საერთოდ ვეღარ ხვდება.

ალოფსისთვის და გუნდისთვის კი პერიშიჩი თანამემამულე ივიცა ოლიჩის იდეალური შემცვლელია — 33 წლის თავდამსხმელმა იმედები აშკარად ვერ გაამართლა, რადგან 15 მატჩში 2 გოლი ფორვარდისთვის საშინელი სტატისტიკაა.

პერიშიჩის გარდა, ალოფსი „ჩელსიდან" „ვერდერში" განათხოვრებულ კევინ დე ბრუენსაც იწვევს თავისთან.

ბრემენულ კლუბში კევინი ძალიან კარგად თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და სწორედ ამიტომ დაინტერესდნენ მისით „მგლები".

ბელგიელს „ბრემენელ მუსიკოსებთან" საიჯარო ხელშეკრულება წლის ბოლოს უმთავრდება. „ვერდერის" თავკაც ტომას შააფს კი ძალიან მოსწონს ბრუენი, მაგრამ „ვერდერს" გამოსყიდვის უფლება არ აქვს, „ვოლფებისთვის" კი ფული არაა პრობლემა.

ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: