8:06 PM
“ვოლფსბურგი” ლუის გუსტავოს სანაცვლოდ “არსენალზე” მეტს იხდის



"ბაიერნის” ნახევარმცველისთვის სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა.

ბრიტანული პრესა დარწმუნებულია, რომ ამ კვირაში "არსენალი”, რომელმაც "ბაიერნს” ლუის გუსტავოს სანაცვლოდ 14 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა, ნახევარმცველთან კონტრაქტს გააფორმებს.

თუმცა, გერმანიაში განსხვავებულ აზრზე არიან. ადგილობრივი პრესის ცნობით, "ვოლფსბურგი” მზადაა "არსენალის” შეთავაზება გააუმჯობესოს.

გუსტავო საკუთარ ბედს თავადვე გადაწყვეტს. გერმანიაში იტყობინებიან, რომ ბრაზილიელს ბუნდესლიგის დატოვების განსაკუთრებული სურვილი არ აქვს, თუმცა საკუთარი ძალების მოსინჯვა ინგლისშიც სურს, მაგრამ შესაძლოა "ნისლიან ალბიონზე” არ წავიდეს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ ნაკრებთან ერთად წასვლას იმედოვნებს, ამ დროს კი რისკზე წასვლა საჭირო არაა.

წყარო: Kicker

ნანახია: 408 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: