4:11 PM
ვლადიმერ გუცაევი 60 წლისაა!





1967 წელს, "ტყავის ბურთის" საკავშირო ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარებული 15 წლის თბილისელი ფეხბურთელი გულშემატკივარმა იმთავითვე შეიყვარა და მოუთმენლად ელოდნენ მის მოსვლას თბილისის "დინამოში". ეს დრო 1970 წლის შემოდგომაზე დადგა და ის სახელოვანი გუნდის დუბლშემადგენლობაში მიიღეს; ხოლო 1971 წელს, ლვოვის "კარპატთან", ძირითად გუნდში მისი დებიუტი შედგა. ფეხბურთის თაყვანისმცემლებს დღემდე არ დავიწყებიათ იმავე სეზონის მატჩი პრინციპულ მეტოქესთან - მოსკოვის "დინამოსთან", როცა ვლადიმერ გუცაევმა მართლაც რომ შეარცხვინა მასპინძელთა მარცხენა მცველი ზიკოვი, რომელმაც ვერაფერი მოუხერხა ტექნიკურ, სწრაფ ფორვარდს. ვლადიმერ გუცაევის გოლმა თბილისის "დინამოს" გამარჯვება მოუტანა და ახალი გუნდის ჩამოყალიბების საიმედო პერსპექტივები კიდევ გამოჩნდა...

ვლადიმერ გუცაევმა 1971-1986 წლებში ითამაშა თბილისის "დინამოში" და მის კარიერაში სსრკ-ს ჩემპიონის და ორგზის თასის მფლობელის, საკავშირო ნაკრების წევრის კარიერაში არაერთი გოლი, უმაღლეს დონეზე ჩატარებული მატჩები და ტურნირებია, რომელთა შორის მაინც განსაკუთრებულია 1981 წლოის მადრიდის "ოთხთა ტურნირი", როცა ვლადიმერ გუცაევი საუკეთესო ფეხბურთელის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. რასაკვირველია, ასევე განსაკუთრებულად აღსანიშნავია 1980-1981 წლების ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში "დინამოს" გამარჯვება, დიუსელდორფში გატანილი გოლი და თბილისში ტრიუმფით დაბრუნება...

ცალკე თემაა ვლადიმერ გუცაევის სამწვრთნელო მოღვაწეობა თბილისის "დინამოში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში. ყველგან, მისი საფეხბურთო ფილოსოფია და კრედო ტექნიკური, შემტევი, ტემპერამენტიანი ფეხბურთი იყო. სწორედ ისეთი, რაც ასე დამახასიათებელია ქართული ფეხბურთისთვის, რომლის სახელოვანი, ღირსეული წარმომადგენელი დღეს 60 წლის იუბილარი გახლავთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ბატონ ვლადიმერ გუცაევს!
ნანახია: 286 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: