6:14 PM
ვინ დაეუფლება ოქროს ბურთს?


საფებურთო სამყაროში ყველაზე აქტუალურია თემა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი? კრიშტიანუ რონალდუ თუ ლიონელ მესი?! არსებობენ სხვა ღირსეული კანდიდატებიც, მაგალითად: ანდრეს ინიესტა, ხავი და იკერ კასილიასი, რომლებიც "ესპანეთის” ეროვნული ნაკრების უდავო ლიდერები არიან და მათი ნაკრების ტრიუმფალური გამარჯვებების მთავარი შემოქმედები. თუმცა მათ კანდიდატურაზე, რაც უფრო ახლოვდება ოქროს ბურთის დაჯილდოვება მით უფრო ნაკლებს საუბრობენ, რადგან არსებობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ზემოთ ნახსენები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი გახლავთ. ”მადრიდის რეალისა” და "კატალონიის ბარსელონას” ლიდერები, ფეხბურთელები რომლებისთვისაც მოედანზე შეუძლებელი არაფერია. მათი მონაგარი 2012 წლისათვის მართლაც რომ შტამბეჭდავია, თავად შეაფასეთ: 
არგენტინელმა ვარსკვლავმა "ესპანეთის ჩემპიონატში” რეკორდული რაოდენობის 50 გოლის გატანა მოახერხა და წინა სეზონში კრიშტიანუ რონალდუს მიერ დამყარებული რეკორდი 40 გოლი მთელი 10 ბურთით გააუმჯობესა, მესის ბევრად არც პორტუგალიელი ჩამორჩა და თავისივე რეკორდი 6 ბურთით კი გააუმჯობესა, მაგრამ მესის 4 ბურთით მაინც ჩამორჩა და 46 გოლს დასჯერდა. 
ანალოგიურად წარიმართა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზეც მათი დუელი, სადაც ასევე მესიმ იმარჯვა, გაიტანა რა რეკორდული რაოდენობის 14 გოლი და რუუდ ვან ნისტელროის რეკორდიც დაამხო, რომელსაც 12 გოლი ჰქონდა გატანილი "მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობისას. თავად პორტუგალიელმა კი 10 გოლის გატანა მოახერხა და ისევე როგორც "ლა ლიგაში” აქაც 4 ბურთით ჩამორჩა მესის. 
ესპანეთის თასზეც, რომელიც ნაკლებად პრესტიჟულია მესისთვის და რონალდუსთვისაც ხელი არ შეუშლია თავიანთი ბომბარდირული ნიჭი გამოევინათ, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მწვრთნელები ორივე გუნდისა მათ დასვენების საშუალებას აძლევდნენ.
ცალსახად რომ შევაფასოთ მესის უკეთესი შედეგები აქვს: ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თან რეკორდული რაოდენობის გოლი შეაგდო. არც "ლა ლიგის” ბომბარდირობა დაუთმო არავის, მათ შორის უმთავრესად პორტუგალიელს, რადგან სწორედ ისინი იბრძოდნენ სეზონის დასაწყისიდან ამისთვის. თუმცა არსებობს მათი შეფასების სხვა კრიტერიუმებიც, სადაც უპირატესობას აშკარად პორტუგალიელი ფლობს. 
მადრიდის რეალი ესპანეთის ჩემპიონი სწორედ პორტუგალიელის წყალობით გახდა. მისი 46 გოლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გუნდისთვის, განსაკუთრებით "ბარსელონასთან” "ნოუ კამპზე” 1:2 მოგებულ შეხვედრაში, სადაც სწორედ პორტუგალიელის გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. "ჩემპიონთა ლიგაზეც” საუკეთესო იყო მადრიდელთა რიგებში. სწორედ მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა ის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა, თუმცა "მიუნხენის ბაიერნთან” მეტად დაძაბულ და დრამატულ შეხვედრაში იღბალმა უმტყუვნა და პენალტების სერიაში დამარცხდა, რის შედეგადაც გამოეთიშა ტურნირს. 
ამის შემდეგ იყო "ევროპის ჩემპიონატი”, სადაც "პორტუგალია” ფავორიტის სტატუსს ნამდვილად არ ატარებდა, რადგან ისინი სიკვდილის ჯგუფში, "გერმანიასთან” და "ჰოლანდიასთან” ერთად იყვნენ განთესილნი, ასევე მათთვის მეტად უხერხულ "დანიის” ნაკრებთანაც. Pპირველ თამაშში "გერმანიასთან” 1:0 დამარცხების შემდეგ მათი შანსები საკმაოდ შემცირდა, თუმცა მომდევნო თამაშებში, სწორედ პორტუგალიელთა კაპიტანის შესანიშნავმა თამაშმა განაპირობა ის რომ გუნდი ჯგუფიდანაც გავიდა და 1/2 ფინალურ სტადიამდეც მიაღწია, სადაც იყო "ესპანეთი”, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ამ ავროპის ჩემპიონატის მომავალი გამარჯვებული, ასევე იყო უიღბლობა, რომელიც "საფეხბურთო ჯოჯოხეთს” პენალტების სერიას უკავშირდება. როგორც გაირკვა "ესპანელები” პენალტებშიც საუკეთესო თვისებებს ფლობენ და პორტუგალიელთა ტრიუმფალური სვლა თავისი კაპიტნის მეთაურობით 1/2 ფინალში შეწყვიტეს და "პორტუგალიისკენ” მიმავალ გზაზე დააყენეს. თუმცა ამ "ევროპის ჩემპიონატზე” რონალდუმ ნამდვილად შესანიშნავად იასპარეზა, გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლები, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი შესანიშნავი თამაში "ჰოლანდიელებთან”, სადაც სწორედ მისი დუბლის წყალობით 1:2 გაიმარჯვეს "პორტუგალიელებმა” და 1/4 ფინალშიც გავიდნენ, სადაც "ჩეხეთის” ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ტრიუმფალური სეზონის მქონე პიტერ ჩეხს ერთადერთი გოლი სწორედ რონალდუმ გაუტანა და გუნდი 1/2 ფინალშიც გაიყვანა და იქ რაც მოხდა მაგაზე უკვე ვისაუბრეთ.
გუნდური მიღწევებით მესის "ესპანეთის თასს” აშკარად აღემატება რონალდუს "ესპანეთის” ჩემპიონატში გამარჯვება და "ევრო” პირველობაზე მისი კარგი თამაშიც მის წისქვილზე ასხამს წყალს მესისთან შედარებით, მაგრამ არსებობს ანდრეს ინიესტა??? 
"ესპანელთა” ნახევარმცველი ხომ "ევროპის ჩემპიონატის” საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, თან სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც "უეფამ” სწორედ "კატალონიელი” დაასახელა. ლიონელ მესისთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ბარსელონას შემადგენლობაში ანდრეს იმიესტაც და მათზე არანაკლებ კარგად იბურთავა ვეტერანმა ხავი ერნანდესმაც. მოკლედ ძალიან დიდი შანსია ოქროს ბურთის წლევანდელი გამარჯვებულიც "ბარსელონას” ფეხბურთელი აღმოჩნდეს, მესი თუ ვერ შეძლებს ზედიზედ მე-4-ედ, იქნებ ხავიმ ან ინიესტამ მოახერხოს ამ მეტად პრესტიჟული ჯილდოს მოგება.
"მადრიდის რეალიდან” რონალდუსა და კასილიასის გარდა, სერხიო რამოსი, ხაბი ალონსო, მესუტ იოზილი და ქარიმ ბენზემა არიან დასახელებული 23 კანდიდატს შორის, მაგრამ ალბათ ყველანი დამეთანხმებით რომ რონალდუს გარდა, "მადრიდის რეალიდან” თუ ვინმეს აქვს შანსი ამ ჯილდოს მოპოვებისა უდავოდ "ესპანეთისა” და "მადრიდის რეალის” კაპიტანი, მეკარე იკერ კასილიასია, რომელსაც აქვს შანსი გახდეს პირველი მეკარე ლევ იაშინის შემდეგ, რომელიც დაეუფლება ოქროს ბურთს. შეგახსენებთ რუსი მეკარე 1963 წელს გახდა ოქროს ბურთის მფლობელი. 
23 კაციან სიაში კასილიასი ერთადერთი მეკარე არ გახლავთ, მანუელ ნოიერი(ბაიერნი: გერმანია) და ჯანლუიჯი ბუფონი(იუვენტუსი: იტალია) ასევე იბრძოლებენ პირველობისთვის, მაგრამ მათი შანსები რასაკვირველია ძალიან მცირეა მადრიდელთა კაპიტანთან შედარებით. 
დაველოდოთ 2013 წლის 7 იანვარს და ვნახოთ ვინ გახდება ოქროს ბურთის გამარჯვებული 2012 წლის შედეგების მიხედვით. ცალსახად მაგრამ მაინც გაეცემა პასუხი იმას თუ ვინ არის უკეთესი რონალდუ თუ მესი?! მაგრამ 7 იანვრამდე და ამის შემდეგაც გაგრძელდება დავა იმასთან დაკავშირებით, რომ პორტუგალიელი აღემატება არგენტინელს და პირიქით. ეს უფრო მარადონასა და პელეს დაპირისპირებას ჰგავს, რომელზეც ვერავინ თანხმდება თუ ვინ იყო უკეთესი, მიუხედავად იმისა რომ ”ფიფამ” უკვე დაასახელა საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელი პელე ამ თემასთან დაკავშირებით მაინც აზრთა სხვადასხვაობაა.
მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ ეპოქაში ვცხოვრობ სადაც ეს ორი გენიალური ფეხბურთელი ასპარეზობს.დარწმუნებული ვარ ფეხბურთის მოყვარულთა უმრავლესობაც ჩემნაირად ფიქრობს.
 
ნანახია: 258 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ვინ დაეუფლება ოქროს ბურთს? | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: