10:11 PM ვილიანი ინგლისში დიდი მოთხოვნით სარგებლობს | |
![]() პრემიერ ლიგის ერთდროულად სამი გრანდი "ანჟის” ფეხბურთელის ხელში ჩაგდების წინააღმდეგი არაა. 25-წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ვილიანი, როგორც სხვა ვარსკვლავი ფეხბურთელები, მახაჭკალის "ანჟიმ” ტრანსფერზე დააყენა, და კარიერის გაგრძელების არც თუ ისე ცოტა ვარიანტი აქვს. იმ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტად, რომელიც დაახლოებით 30 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული, "ლივერპული” მიიჩნევა. იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი "ენფილდზე” გადავა, მაშინ იგი "წითლების” ისტორიაში მეორე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება – "ლივერპულმა” მეტი თანხა მხოლოდ "ნიუკასლს” გადაუხადა, ენდი კეროლის სანაცვლოდ. ასე რომ, თუ კლუბი ვილიანს შეიძენს, მაშინ გუნდიდან ურუგვაელი ბომბარდირის, ლუის სუარესის წასვლა უფრო და უფრო რეალური გახდება. შეგახსენებთ, 26-წლის შემტევისთვის "არსენალი” აქტიურად იბრძვის. თუმცა, გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, "ლივერპულს” სერიოზული კონკურენციის გაძლება მოუწევს, რადგან პრემიერ ლიგის კიდევ ორი გრანდს სურს ბრაზილიელის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა. პირველი მათგანი "ტოტენჰემია”, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი შემტევის დამატებას გეგმავს, და არჩევანს ვილიანსა და არგენტინელ ერიკ ლამელას შორის გააკეთებს. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ამჟამად "რომას” ღირსებას იცავს. ნაკლებად სავარაუდო, თუმცა ჯერ კიდევ შესაძლებელია ვილიანის ინგლისის მოქმედი ჩემპიონის, "მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში გადაბარგება. "წითელი ეშმაკუნების” ახალ მწვრთნელს, დევიდ მოიესს ის ფეხბურთელი სჭირდება, რომელიც შეძლებს და გუნდის თავდასხმის ხაზს ახალ სისხლს შემატებს, თუმცა სპეციალისტის პრიორიტეტი ჯერჯერობით მაინც ცენტრალური ნახევარდაცვის პოზიციის გაძლიერებაა – შოტლანდიელს "ევერტონისა” და ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, მარუან ფელაინის შეძენა ძალიან უნდა. წყარო: The Telegraph | |
|
სულ კომენტარები: 0 | |