7:37 PM
ვილია ზამთარში "ბარსელონადან" წასვლას გეგმავს




"ბარსელონას" ფორვარდი დავიდ ვილია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის შეცვლას აპირებს, იტყობინება Marca.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების 31-წლის ფეხბურთელს იმ კლუბში თამაში სურს, სადაც საკმარის სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. მიუხედავად ამისა, "ბარსელონას" მისი გაშვება ზაფხულამდე არ სურს.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი დავიდ ვილიას გაყიდვას იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ მისი მსურველი კლუბი იმ თანხას გადაიხდის, რასაც "ბარსას" ხელმძღვანელობა ითხოვს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვილიას გადაბირება "იუვენტუსს", "ლივერპულს", "არსენალსა" და "ტოტენჰემს" სურს.
 
ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: