5:04 PM
ვილია ზამთარში არსად არ წავა



ესპანელი თავდამსხმელი კატალონიას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ დატოვებს.

შეგახსენებთ,რომ პრესაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ "ჩელსი" მზად იყო დავიდის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა.ინგლისელები მზად იყვნენ მისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეეთავაზებინათ და გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა გამხდარიყო,რადგან ფერნანდო ტორესი არასტაბილურია.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,"ბარსელონამ" ვილიასთან მოლაპარაკებები გამართა და დაარწმუნა,რომ ზამთარში არსად არ გადავიდეს.დავიდი ესპანურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება,ზაფხულში კი იგი თავად გადაწყვეტს,დარჩება თუ არა ესპანურ გრანდში.

რამოდენიმე დღის წინ კი კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა,რომ დავიდ ვილია გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა და მის გაშვებას კლუბი არ აპირებს.
ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: