კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ, ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა გოლის გატანა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ელ გუახე" კარგ ფორმაშია.
"მე ბევრს ვვარჯიშობდი გუნდთან ერთად, პრაქტიკულად არ ვჩერდებოდი და ამან მომცა საშუალება იმისა, რომ რაც შეიძლება მალე გავსულიყავი მოედანზე, ჩავმდგარიყავი ჩვეულ ფორმაში," - განაცხადა ვილიამ.
"მე უკვე ზედიზედ სამ მატჩში მივიღე მონაწილეობა, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ მალე ვიქნები მზად, რომ ვითამაშო 90 წუთი."
"რა თქმა უნდა ჩემს გოლებს, ჩემთვის და კლუბისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს," - დაასრულა ესპანელმა თავდამსხმელმა.