10:35 AM ვილია თასის შეხვედრისთვის მზადაა | |
სამეფო თასის შეხვედრის 16 კაციან განაცხადში მოხვდა დავიდ ვილია. ასტურიელი თავდამსხმელი უსაფრთოხების მიზნით "ლევანტესთან" შეხვედრაში დაასვენეს, თუმცა ბოლო დღეები ის თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა. ვილანოვამ განაცხადში "ბარსა ბ"–ს 5 მოთამაშე შეიყვანა: ტელიო, სერხი რობერტო, ოიერი, დეულოფეუ და პლანასი. კარლეს პლანასი პირველად მოხვდა მატჩის განაცხადში.
დასვენება ლიდერებისთვის
სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით "ალავესთან" შეხვედრაში დაისვენებენ ვალდესი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა და მესი. ამ 7 მოთამაშიდან ხუთს მოედანზე ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული. ინიესტა და პიკე მიმდინარე სეზონში ტრავმირებულები იყვნენ, ამიტომაც მათ დასვენების საშუალება მიეცემათ.
დღევანდელ ვარჯიშზე სრულად იტვირთებოდნენ დავიდ ვილია და ისააკ კუენკა. სესიაზე პირველი გუნდის მწყობრში მყოფი ყველა მოთამაშე იმყოფებოდა. განაცხადში შესული 16 მოთამაშე ხვალ, 12 საათზე "ნოუ კამპზე" ივარჯიშებს. დანარჩენები ხვალ დაისვენებენ და ბილბაოს "ატლეტიკთან" გასამართი შეხვედრისთვის მზადებას ხუთშაბათიდან შეუდგებიან.
მატჩის განაცხადი: პინტო, ოიერი, ფაბრეგასი, პუიოლი, ვილია, ტიაგო, პედრო, ტელიო, ადრიანო, სონგი, მასკერანო, მონტოია, დოს სანტოსი, სერხი რობერტო, დეულოფეუ, პლანასი.
სურათები: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |