დღეს, ესპანეთის თასზე დავიდი "მალაგას" წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფორვარდმა კატალონიური კლუბის შეხვედრა გასულ კვირას "მალაგასთან" ტრავმის გამო უკვე გამოტოვა. ახლა კი, "ბარსელონა" კვლავ ამ კლუბს დაუპირისპირდება, ამჯერად შინ, "კამპ ნოუზე", ესპანეთის თასის ეგიდით და ვილია ამ მატჩშიც ვერ შეძლებს "ლურჯ-ბროწეულისფერების" დახმარებას.
დავიდმა კუნთის ტრავმა ზუსტად ერთი კვირის წინ, "კორდობასთან" მოგებულ მატჩში მიიღო, სადაც მისმა გუნდმა მეტოქე გაანადგურა (5:0).