10:20 PM
ვილია “ბარსელონაში” ბედნიერია



"ბლაუგრანას” თავდამსხმელი დავიდ ვილია ჯერჯერობით "კამპ ნოუდან” შესაძლო აბარგების თემას არ ეხება.

"ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ყოველთვის ვაცხადებდი, რომ არ ასპარეზობით ბედნიერი ვარ”, – აცხადებს დავიდ ვილია.

"მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში იმ კლუბს, რომლის ღირსებასაც ვიცავდი, ყოველთვის პატივისცემით ვექცეოდი. ახლა კი მხოლოდ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ, რომელსაც კონფედერაციის თასზე დავეხმარები. რა მოხდება მომავალში? დაველოდოთ და ვნახოთ”.

"ზაფხულში ბევრი რამის გაანალიზება შეგვიძლია, თუმცა ამ მომენტისათვის მხოლოდ ნაციონალური გუნდის თამაშზე ვარ კონცენტრირებული”, – დაასრულა "ელ გუახემ”.

შეგახსენებთ, რომ ვილიას "ბლაუგრანასთან” მოქმედი ხელშეკრულება 2014-წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მისი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა ისეთ კლუბებს სურთ, როგორებიც "არსენალი”, "ტოტენჰემი” და "ლივერპული” არიან.

წყარო: Goal.com

ნანახია: 307 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: