11:12 PM ვილია “ატლეტიკოში” დებიუტით კმაყოფილია | |
![]() ზაფხულში "ბარსელონადან” "ატლეტიკოში” გადაბარგებულმა დავიდ ვილიამ სადებიუტო მატჩში თავის გამოჩენა უკვე მოასწრო. მადრიდელებმა სეგუნდა დივიზიონის წარმომადგენელ "დეპორტივო ლას-პალმასთან” 2:0 ითამაშეს და დავიდი პირველი გოლის ავტორი გახდა. "თავდამსხმელისთვის გოლების გატანა უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ახალ კლუბში პირველი გოლის გატანაა”, – განაცხადა ვილიამ. "ძალიან გახარებული ვარ, რადგან სეზონის წინ ბევრს ვვარჯიშობდით. თანაგუნდელებს და თამაშის ახალ სტილს უკვე ვეჩვევი. ახლა საქმის სწორი მიმართულებით გაგრძელებაა საჭირო”. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |