8:38 PM ვილია არჩევანს სამ კლუბს შორის გააკეთებს | |
![]() "ბარსელონას” ფორვარდს ინგლისურმა კლუბებმა დაუმიზნეს. როგორც Mirror იუწყება, "ბარსელონას” თავდამსხმელის დავიდ ვილიას შეძენით სამი კლუბია დაინტერესებული – "არსენალი”, "ტოტენჰემი” და "ლივერპული”. ასევე იტყობინებიან, რომ ვილია აუცილებლად ამ სამი კლუბიდან ერთ-ერთში გადავა. "ბარსელონას” მის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტის მიღება სურს. შეგახსენებთ, ვილიას "ბლაუგრანას” დატოვება უნდა, რადგან სტაბილური სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, რათა ესპანეთის ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდეს და ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე "ფურია როხასთან” ერთად გაემგზავროს. წყარო: Mirror | |
|
სულ კომენტარები: 0 | |