10:20 AM
ვილაშ-ბოაში: საქართველოში ჩამოსვლით კმაყოფილები ვართ



ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი გაიმართა "დინამო არენაზე”. "დინამო” თბილისმა ლონდონის "ტოტენჰემს” უმასპინძლა და 0:5 წააგო. მატჩის შემდეგ "ტოტენჰემის” თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა.

ანდრე ვილაშ-ბოაში: "მთავარი ფაქტოერი, რომელმაც დიდი ანგარიში განაპირობა, იყო ის, რომ ჩვენი შანსების უმრავლესობა გამოვიყენეთ. კარგი ინსტიქტი გვქონდა. "დინამომაც” ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა, მათ სწორედ ეს დააკლდათ.

ჩვენმა გუნდმა დაახლოებით იგივე შემადგენლობით ითამაშა, როგორითაც "კრისტალ პალასთან”, სამი ახალი მოთამაშე გვყავდა ძირითადში. ისინი კარგად მოერგნენ შემადგენლობას.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით მოვიგეთ. ყველაფერი შესაძლებელია ფეხბურთში. გულშემატკივარი ყოველთვის ელოდება, რომ მისი გუნდი წარმატებით იასპარეზებს. ამიტომ საპასუხო მატჩშიც ძირითადი შემადგენლობით ვითამაშებთ.

მოწინააღმდეგე გუნდიდან ჩისკოს თამაშს გამოვარჩევ. სამწუხაროდ, მან ნაადრევად დატოვა მოედანი. მომეწონა მერებაშვილის თამაში. "დინამოს” საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს აქვს პოტენციალი, რომ უცხოეთში ითამაშოს, როგორც კახა კალაძემ თავის დროზე. ძალიან მომეწონა "დინამოს” ბრძოლისუნარიანობა. ისინი 0:5 აგებდნენ და მაინც იბრძოდნენ ბოლომდე.

რაც შეეხება ბეილის ტრანსფერს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. გუნდის მიზანია კარგი მოთამაშეების შენარჩუნება და ახალი ფეხბურთელების დამატება. ასევე ვერაფერს ვიტყვი კოენტრაუს ტრანსფერზეც. "ტოტენჰემი” ვილიანის გადმოყვანით დაინტერესებულია, თუმცა ახლის თქმა მასზეც არ შემიძლია.

თაუსენდი ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეა, მისგან ძალიან ბევრს ველოდები. გუნდში დიდი კონკურენციაა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბრძოლისუნარიანობით შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ძირითადში შემადგენლობას იმსახურებენ.მან დღეს გოლით გამოიჩინა თავი.

ევროპის ლიგა ძალიან პრესტიჟული ტურნირია. ჩვენი გუნდი შეეცდება წარმატებას მიაღწიოს ამ გათამაშებაში. გასულ წელს ინგლისურმა კლუბმა მოიგო ევროპის ლიგა და ყველას კარგად გვახსოვს გამარჯვებით გამოწვეული სიხარული.

ჩვენ ძალიან ცოტა დრო დავყავით თბილისში. არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ქალაქი კარგად დაგვეთვალიერებინა. კმაყოფილები ვართ იმ პატივისცემით და კეთილგანწყობით, რასაც ქართველებისგან ვგრძნობდით.

მოედნის საფარი ძალიან კარგია სტადიონზე. მე ვესაუბრე პატრიკ ვუოს, რომელიც ჩემი ყოფილი მოთამაშეა. მე მას ვუთხარი, რომ "დინამოში” საკმაოდ კარგი პირობებია და მას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს”.

წყარო: geosports.ge

ნანახია: 311 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: