2:56 PM
ვილაშ-ბოაში: "ლიორისი - "ტოტენჰემის" პირველი გოლკიპერია"




ლონდონის "ტოტენჰემის" პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ძირითად გოლკიპერზე ისაუბრა.

"დიახ,ახლა შესაძლებელია თამამად ითქვას,რომ ლიორისმა "ტოტენჰემის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა".

"თავიდან,უგოს ადაპტირება ძალიან გაუჭირდა,თუმცა ახლა მან პრემიერ ლიგას ალღო აუღო და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა.მიუხედავად ამისა,ბრედ ფრიდელიც რჩება გუნდის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად,იმის გათვალისწინებით,რაც მან "ტოტენჰემისთვის" გააკეთა".

"როდესაც ლიორისი კლუბში გადმოვიდა გუნდის პირველი გოლკიპერი ბრედ ფრიდელი იყო,უგოს პირველი შანსი ევროპის ლიგაზე მივეცი,შემდეგ პრემიერ ლიგაში,რომლის შემდეგაც თავი გამოიჩინა და გუნდის პირველ გოლკიპერად იქცა".

"საერთოდ,ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ,რომ გუნდში ასეთი მაღალი დონის გოლკიპერები გვყავს.თავიდან ბრედი და უგო ერთმანეთს ვერ უგებდნენ,ახლა კი ისინი ნამდვილი მეგობრები არიან",-დაასრულა ანდრე ვილაშ-ბოაშმა.
 
ნანახია: 273 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: