9:00 PM
ვილაშ-ბოაში: “კმაყოფილნი უნდა ვიყოთ იმ თანხით, რომელიც “რეალმა” გადაგვიხადა”




"ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა გარეტ ბეილის მადრიდის "რეალში” გადაბარგებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, მადრიდულ კლუბს ნახევარმცველის ტრანსფერი რეკორდული 85,3 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

"რეალის” გავლენა ძალიან დიდია. იმ წერტილს მივაღწიეთ, სადაც მადრიდული კლუბის შემოთავაზება უნდა გაგვენხილა. ამის იგნორირება შეუძლებელი აღმოჩნდა”.

"ცხადია, იმ თანხით კმაყოფილნი უნდა ვიყოთ, რომელიც "რეალმა” გადაგვიხადა. ფეხბურთელებს ჩემპიონატის მოგება უნდათ, და მივიჩნევ, რომ გარეტთან ერთად, "რეალს” ამის ძალა შესწევს. ბოლო ბოლო, ფეხბურთელის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა გუნდში დარჩენა ან წასვლა”, – განაცხადა ანდრე ვილაშ-ბოაშმა.

წყარო: Sky Sports



ნანახია: 327 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: