10:14 PM
ვილაშ-ბოაში: “ბეილი თბილისის “დინამოსთან” არ ითამაშებს”



დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ევროპის ლიგის ფლეი-ოფების წილისყრამ, რომელმაც საქართველოს ჩემპიონს თბილისის "დინამოს” "ტოტენჰემი” შეუწყვილა. მას შემდეგ აქტიურად განიხილება გარეტ ბეილის საკითხი ჩვენს ქვეყანაში. ლონდონელთა დამრიგებელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა დღეს განაცხადა, რომ გუნდის ლიდერი თბილისის "დინამოსთან” მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

"როგორ გრძნობს თავს ბეილი? რთული სათქმელია. ვხედავ, როგორ მოდის ვარჯიშზე და მიდის უკან, მაგრამ მას ჩვენთან ლაპარაკი არ სურს. ფიზიკურად მზად არ არის, არ ვარჯიშობს, ამიტომ ვერც "კრისტალ პალასთან”, ვერც თბილისის "დინამოსთან” და ვერც "სუონსისთან” მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს”, -აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

სავარაუდოდ უელსელი ფეხბურთელი "რეალ მადრიდში” განაგრძობს კარიერას, თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ სიტუაცია კვლავაც ჩახლართულია.

ნანახია: 279 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: