გრძელვადიანი ხელშეკრულების შემდეგ, ესპანელი გოლკიპერი სავარაუდოდ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებს 2014 წელს დატოვებს.
როგორც მოგეხსენებათ, გუშინწინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ბლაუგრანას" პირველი მეკარე ვიქტორ ვალდესი, კლუბთან ახალ კონტრაქტზე ხელს არ მოაწერს. იგი აპირებს ითამაშოს ხელშეკრულების ამოწურვამდე და ალბათ ამის შემდეგ გაემგზავრება კატალონიის დედაქალაქიდან.
"მე ვესაუბრე ვიქტორს ამასთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის თავის სათამაშო დროს ღირსეულად ბოლომდე ჩაამთავრებს. იგი ნამდვილი პროფესიონალია და მე ამაში იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება."-განაცხადა ტიტო ვილანოვამ "ბარსელონას" მედიასთან მიცემულ ინტერვიუში.