"ბლაუგრანას" 31-წლის ფორვარდის სახელს აქტიურად უკავშირებენ ლონდონის "არსენალს".
"დავიდ ვილია "ბარსელონაში" რჩება. ჩვენ მისი თამაშით კმაყოფილნი ვართ და გვესმის, რომ იმ მძიმე ტრავმის შემდეგ, რომელიც დავიდმა მიიღო, მას საბოლოო აღდგენისთვის გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ გვჯერა, რომ ვილია გუნდს სარგებელს კვლავ მოუტანს",-განაცხადა კატალონიურ გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ.
შეგახსენებთ, რომ ფეხის მოტეხილობის გამო ვილიამ საკმაო დრო გამოტოვა. დაბრუნების შემდეგ კი მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, სწორედ ამიტომ, მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ალაპარაკდნენ.