კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, კომენტარი გააკეთა "სპარტაკთან" მომავალ შეხვედრაზე რუსეთში.
"მე ვიცი უნაი ემერის მუშაობა ვალენსიაში. მისი გუნდი ძალიან ძლიერია დაცვაში და შეტევაში. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ჩვენ არ ვიცით რას უნდა ველოდეთ "სპარტაკისგან."-აცხადებს ტიტო ვილიანოვა.
"რუსულ გუნდებს შეუძლიათ შეიძინონ ძალზე ძვირადღირებული მოთამაშეები მსოფლიოს მასშტაბით. რუსეთში თამაში რთულია, რადგან იქ არიან ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელები. ასევე მათი ამინდი ჩვენისგან დიდად განსხვავდება. მაგრამ ახლა კარგი ამინდია. თუ გვინდა "ჩემპიონთა ლიგის" მოგება, მაშინ ნებისმიერი მეტოქე უნდა დავამარცხოთ."
"ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რაც შეიძლება მაღალი დონის ფეხბურთი, რისთვისაც რა თქმა უნდა მოთამაშეების მაქსიმალური ერთგულებაა საჭირო. დღეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. უნდა ვითამაშოთ ძალიან კარგად და გავიდეთ ჯგუფში პირველ ადგილზე, რადგან ჯერ არ მიგვიღწევია პლე-ოფისთვის. ჩვენ არ ვიმყოფებით მარტივ ჯგუფში."-დაასრულა "ბარსელონას" დამრიგებელმა.