5:04 PM ვილანოვა: “ნეიმარმა ის კლუბი აირჩია, რომელიც ფეხბურთს თამაშობს და არა- ფულს აკეთებს” | |
![]() ![]() კატალონიის "ბარსელონას” თავკაცმა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერს კომენტარი გაუკეთა. "ვულოცავ ნეიმარს, რადგან მან ის კლუბი აირჩია, რომელიც ფეხბურთს თამაშობს და არა- ფულს აკეთებს. მან "ბარსელონა” აირჩია, რადგან ჩვენი ფეხბურთის სტილი მოსწონს და კარგად მოერგება მას. ნეიმარს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ და ვაკვირდებით, თავიდან წინასწარი მოლაპარაკებებიც კი გვქონდა. ტრანსფერზე მუშაობა სხვა კლუბებთან შედარებით ადრე დავიწყეთ, – განაცხადა ტიტო ვილანოვამ. შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა "ბარსელონასთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |