10:28 PM ვილანოვა: “მომდევნო სეზონში სხვანაირად ვითამაშებთ” | |
![]() "ბარსელონას” თავკაცმა განაცხადა, რომ მის მუშაობას კრიტიკოსები ადრე აფასებენ. კატალონიელებმა პრიმერა დივიზიონის კიდევ ერთ ტურში "ბეტისი” (4:2) დაამარცხეს და ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ, ახლა გუნდს ტიტულის განაღდებისათვის მხოლოდ ორი ქულაღა სჭირდება. მიუხედავად ამისა, ტიტო ვილანოვას მუშაობას გულშემატკივრების უმრავლესობა წარმატებულად არ აფასებს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე სრული ჩავარდნის გათვალისწინებით, სადაც ესპანელებმა "ბაიერნისგან” შვიდი უპასუხო გოლი გაუშვეს. "თვითკრიტიკა უნდა შეგვეძლოს და უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი თამაში აშკარად გასაუმჯობესებელია. ეს სეზონი ძალიან დატვირთული იყო ტრავმების მხრითაც. გუნდთან ერთად ორ თვეზე მეტი არ ვყოფილვარ, რაც ასევე გუნდისთვის რთული გადასატანი იყო”, – აცხადებს ვილანოვა. "მომდევნო სეზონში სხვანაირად ვითამაშებთ. ეს ნორმალურია, რადგან მე გუნდს ჯერ მხოლოდ პირველი სეზონია, რაც ვწვრთნი”. "მომდევნო მატჩში სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ, რადგან "რეალი” ქულებს აღარ დაკარგავს”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |