"ბარსელონას" თავკაცმა, ტიტო ვილანოვამ, გუშინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"გამარჯვებამ დიდი ენერგია წაგვართვა, თუმცა ლისაბონში მაინც მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. დიდ ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდით "ბენფიკას" დაჯაბვნას მათ მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსა" აქ ყოველთვის ძლიერი გუნდით გამოდიოდა", -განაცხადა ტიტო ვილანოვამ.
"პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე კონტრშეტევებზე ეძებდა შანსს და მძლავრი პრესინგიც დაგვიპირისპირა, რაც მანევრირებას გვირთულებდა. რა თქმა უნდა, სწრაფი გოლი ყოველთვის აადვილებს საქმეს, თუმცა ეს მატჩი მართლაც არ ყოფილა იოლი".
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გუნდის კაპიტნის, კარლეს პუიოლის, ტრავმასაც შეეხო: მიმდინარე სეზონში კარლეს პუიოლმა უკვე მეორე დაზიანება მიიღო, თან ორივე არატრადიციული- თავიდან ყვრიმალების ტრავმა, ახლა იდაყვის ამოვარდნა. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რამდენი ხნის გამოტოვება მოუწევს მას".

წყარო: UEFA.com