4:52 PM
ვილანოვა: "ჩვენ ვიცით, თუ რამდენად სახიფათოა "სელტიკი"


კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა, დარწმუნებულია, რომ მის გუნდს დღეს "სელტიკ პარკზე" რთული გამოცდა ელის.

"თამაში "სელტიკის" წინააღმდეგ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, იმ მატჩებს შორის, რომლებიც უნდა გავმართოთ 2012/2013 წლების სეზონში. თუ ჩვენ დღეს გავიმარჯვებთ, მაშინ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზური განაღდებული გვექნება," - ამბობს ვილანოვა.

"ჩვენ ვიცით, თუ რამდენად სახიფათოა "სელტიკი". მათი კოზირი არის კონტრშეტევები, რომელსაც ძალიან კარგად იყენებენ. ჩემი ფეხბურთელებიც აანალიზებენ ამ მატჩის სირთულეს," - განაცხადა ვილანოვამ.

ტიტომ მომენტით ისარგებლა და შოტლანდიურ კლუბს 125 წლისთავი მიულოცა.

"ვულოცავ მათ 125 წლისთავის იუბილეს. დიდ პატივი გვერგო იმისა, რომ ასეთ გუნდთან გვიწევს დაპირისპირება," - დაასრულა ვილანოვამ.

ნანახია: 280 | დაამატა: RoM@N | ტეგები: თუ რამდენად სახიფათოა სელტიკი, ვილანოვა: ჩვენ ვიცით | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: