9:36 PM ვილანოვა: "ბარსელონაში ვრჩები" | |
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ განაცხადა, რომ იგი რჩება კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელად. "მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემი დარჩენის საკითხი ნათელი იყო. როდესაც მწვრთნელს აღმოუჩენენ ასეთ დაავადებას, როგორიც გახლავთ ჩემი, ნორმალურია, რომ კლუბი იწყებს შემცვლელის ძებნას. რა თქმა უნდა მომავალში არავის არ შეუძლია აბსოლუტური გარანტიის მოცემა, თუმცა ექიმებმა მკაცრად მითხრეს, რომ შევინარჩუნო ის ვითარება, რაშიც ახლა ვიმყოფები და გავაგრძელო იმის კეთება, რაც ყველაზე ძალიან მინდა და წავიდე უფრო და უფრო წინ". - ციტირებს ტიტოს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |