"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ნემანია ვიდიჩმა და ეშლი იანგმა პრემიერ ლიგის 22-ე ტურის მატჩში "ლივერპულის" წინააღმდეგ (2:1) ტრავმა მიიღეს.
მატჩის მიმდინარეობის დროს ორივე ფეხბურთელმა მუხლი დაიზიანა, იტყობინება The Guardian.
ეშლი იანგმა ტრავმა პირველი ტაიმის მიწურულს დანიელ აგერთან ორთაბრძოლისას მიიღო და მატჩის დასრულების შემდეგ მოედანი კასტილებით დატოვა.
ნემანია ვიდიჩმა მუხლის ტრავმის გამო 13 თვიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ მეოთხე მატჩი ჩაატარა. ცოტა ხნის წინ სერბმა მცველმა განაცხადა, რომ ექიმები მის მუხლს აკვირდებიან.
"ლივერპულთან" მატჩში კი "ემიუს" კაპიტანმა მეორე ტაიმში სწორედ მუხლი დაიზიანა, როდესაც მწვანე ბალახზე მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთ ფეხბურთელთან საჰაერო ორთაბრძოლისას ცუდად დაეცა.