10:19 PM ვიდალს ათნომრიანი მაისურის მორგება სურს | |
![]() ნახევარმცველს "იუვენტუსის” ლეგენდარული მაისურის ჩაცმა უნდა. Sky Sport Italia იტყობინება, რომ ჩილელმა ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას "ათიანის” მიცემა მოთხოვა. ათნომრიანი მაისური მფლობელის გარეშე 2012 წლიდანაა დარჩენილი, როდესაც "ბებერი ქალბატონი” ბომბარდირმა ალესანდრო დელ პიერომ დატოვა. საინტერესოა, რომ თავის დროზე ამ ნომრის აღება სებასტიან ჯოვინკოს შეეძლო, თუმცა ფეხბურთელმა ციფრი "12″ აირჩია. ვიდალი "იუვენტუსში” 2011-წლის ზაფხულში "ბაიერიდან” გადაბარგდა, 26-წლის ფეხბურთელი თავიდან ტურინელების ღირსებას 22-ნომრიანი შემდეგ კი 23-ნომრიანი მაისურით იცავდა. წყარო: Sky Sport Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |