9:37 PM
ვიდალი “იუვენტუსთან” კონტრაქტს სექტემბერში გაახანგრძლივებს



ჩილელი ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცევა.

ამ ზაფხულს "იუვენტუსისა” და ჩილეს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ არტურო ვიდალისადმი ინტერესს რამოდენიმე ევროპული გრანდი იჩენდა, მაგრამ "ბებერი ქალბატონის” ბოსებმა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის გაშვებაზე უარი განაცხადეს. ახლა კი, თავად ვიდალის თქმით, ძალიან მალე, იგი ტურინელებთან კონტრაქტის გაახანგრძლივებს.

"ტურინში ვრჩები. ახალი ხელშეკრულება სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე გაფორმდება, ამაში ეჭვიც არ მეპარება”, – განაცხადა ვიდალმა.

იტალიელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვიდალი "იუვენტუსთან” თანამშრომლობას 2018-წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, ახალი შეთანხმების თანახმად, არტუროს ყოველწლიური ანაზღაურება ოთხ მილიონ ევრომდე გაიზრდება.

წყარო: Calciomercato.it

ნანახია: 309 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: