8:58 PM ვიდალი “იუვენტუსის” დატოვებას არ აპირებს | |
![]() ჩილელ ნახევარმცველს, ტურინულ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს. შეგახსენებთ, 2011 წლს ზაფხულში "ბებერმა ქალბატონმა” ვიდალი 10.5 მილიონი ევრო სანაცვლოდ შეიძინა. ახლა, კი გავრცელდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი თამაშით "პარი სენ ჟერმენისა” და მიუნხენის "ბაიერნის” ხელმძღვანელები ინტერესდებიან. "ჩემს მომავალთან დაკავშირებით, ძალიან მშვიდად ვარ. "იუვენტუსში” ბედნიერი ვარ, ამიტომაც ამ კლუბის მაისურით ასპარეზის გაგრძელება კვლავაც მინდა.”-აცხადებს არტურო ვიდალი. ნახევარმცველი ამტკიცებს, რომ მისმა გუნდმა იტალიის ჩემპიონობა უკვე გაინაღდა და დაძაბულობა აღარაა საჭირო: "შემდეგ კვირას, "ტორინოს” წინააღმდეგ დერბი გვაქვს ჩასატარებელი, რომლისთვისაც კარგად უნდა მოვემზადოთ. ორი გამარჯვების შემდეგ, ჩვენ სკუდეტოს მოგებას გავინაღდებთ.”-დაასრულა ჩილელმა ფეხბურთელმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |