9:39 PM
ვიდალი: “არ ვნანობ, რომ “ბაიერნში” არ გადავედი”






ჩილელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ "იუვენტუსის” მომავალი გამარჯვებების სჯერა.

2011-წელს, არტურომ "ბაიერის” დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ, გარდა "იუვენტუსისა”, ფეხბურთელის "ბაიერნის” წინადადებაც ჰქონდა. საბოლოო ჯამში, ნახევარმცველმა ტურინში გადაბარგება გადაწყვიტა.

"არასდროს არ მინანია, რომ "ბაიერნში” გადასვლაზე უარი განვაცხადე, რადგან დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, "ბებერი ქალბატონი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ძლიერი ფეხბურთელებით და განსაკუთრებული მწვრთნელით დაკომპლექტებულ შესანიშნავ გუნდს შევუერთდი”, – აცხადებს ვიდალი.

"ამ ზაფხულსაც მივიღე სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები, მაგრამ ჩემი ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ვხედავ, რომ მეუღლე და შვილი ტურინში თავს კარგად გრძნობენ. ასე რომ, "იუვენტუსი” ჩემთვის საჭიროა. იტალია ჩემს გულშია, სწორედ ამიტომ, "იუვეს” საპატივცემულოდ ტატუც კი გავიკეთე”.

წყარო: Corriere dello sport

ნანახია: 235 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: