4:11 PM “ვესტ ჰემი” “ლივერპულს” მოელაპარაკა, ახლა კეროლის გადასაწყვეტია! | |
![]() "ვესტ ჰემის” მენეჯერმა სემ ალერდაისმა განაცხადა, რომ "ლივერპულის” ფორვარდის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით მიდის. "მერსისაიდელებმა” ენდი 2011 წლის იანვარში 35 მილიონ ფუნტად შეიძინეს, თუმცა ფეხბურთელმა მასზე დახარჯული თანხა ნამდვილად ვერ გაამართლა და გასული წლის დასაწყისში "ვესტ ჰემში” არენდის წესით ამოყო თავი. ლონდონელთა რიგებში კეროლმა 24 მატჩი ჩაატარა და 7 გოლიც გაიტანა, თუმცა, რომ არა ტრავმა, ეს მაჩვენებელი გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ალერდაისი ფორვარდის ასპარეზობით კმაყოფილია და მასში 15 მილიონი ფუნტის გადახდა არ ენანება. "არც მე და არც ენდი ამჟამად ინგლისში არ ვართ, თუმცა მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებული და ლივერპულსა და ჩვენ შორის ფინანსური მხარე მოგვარებულა”, -განაცხადა სემმა. "ახლა კეროლს და მის აგენტს, რომელიც ინგლისში იმყოფება, უნდა დავუკავშირდეთ. მე ესპანეთში გახლავართ, ხლო ენდი ფლორიდაშია. მას რამდენჯერმე ველაპარაკე, ამიტომ ჩემი დამოკიდებულება შესანიშნავად იცის. ახლა ჯერი მასზე. ენდი ინგლისში უახლოეს დღეებში ბრუნდება, ასე რომ, საბოლოო პასუხს შემდეგ კვირაში მივიღებთ”. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |