4:49 PM
"ვესტ ჰემი" კოულს ყიდის




"ჩაქუჩები" მზად არიან კარლტონ კოულის ტრანსფერთან დაკავშირებით შემოთავაზებები განიხილონ.

როგორც Sky Sports იტყობინება, "ვესტ ჰემი" კოულის უფასოდ გაშვებას არ აპირებს, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, სწორედ ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ინგლისელის ტრანსფერთან დაკავშირებული შემოთავაზებები განიხილოს.

ამჟამად სემ ელერდაისის გუნდს თავდასხმის ხაზში არანაირი პრობლემები არ აწუხებს, სწორედ ამიტომ, კლუბი ფორვარდის გასხვისებას გეგმავს.

იტყობინებიან, რომ კოულის გადაბირებით რამდენიმე პრემიერ ლიგური კლუბი და ფრანგული "მარსელი" არიან დაინტერესებულნი.

მიმდინარე სეზონში 29-წლის ფეხბურთელმა "ჩაქუჩების" მაისური 19 მატჩში მოირგო და 2 გოლი გაიტანა.
 
ნანახია: 272 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: