დღეს დილით გამოცემამ "Goal.com” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოჩენილი არგენტინელი ფეხბურთელი, 37 წლის ნახევარცველი ხუან სებასტიან ვერონი პროფესიულ კარიერს მიმდინარე წლის მაისში დაასრულებს.
არგენტინის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ამჟამად "ესტუდიანტესის” მაისურით ასპარეზობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვერონი ტრავმებმა გააწვალა და კლუბის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.
ხუან სებასტიან ვერონს საფეხბურთო კარიერის დასრულება გასულ წელს სურდა, მაგრამ "ესტუდიანტესის” მოთამაშეებისა და გულშემატკივრების დაჟინებული თხოვნით დიდ ფეხბურთში კიდევ ერთი წლის განმავლობაში დარჩა. წასვლის გადაწყვეტილება ამჟამად საბოლოოდ მიიღო.
ვერონის პირველი პროფესიული კლუბი "ესტუდიანტესი” გახლდათ, რომლის მაისურიც 1994 წელს მოირგო. კარიერის განმავლობაში ვერონი შემდეგ გუნდებში ასპარეზობდა: "ბოკა ხუნიორსი”, "სამპდორია”, "პარმა”, "ლაციო”, "მანჩესტერ იუნაიტედი”, "ჩელსი”, "ინტერი”. 2006 წელს მშობლიურ "ესტუდიანტესს” დაუბრუნდა და დღემდე ამ გუნდის რიგებში გამოდის.
არგენტინის ნაკრების ღირსება ფეხბურთელმა 73 შეხვედრაში დაიცვა და 9 გოლი გაიტანა.