10:38 PM
ვერმაელენი: "უილშირს შეუძლია გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში"

ლონდონის "არსენალის" ბელგიელი მცველი, თომას ვერმაელენი, საქებარ სიტყვებს არ იშურებს თავისი თანაგუნდელის, ჯეკ უილშირის მიმართ.

"თქვენ იცით, რომ უილშირის პირველი სეზონი "არსენალში" იყო ფანტასტიკური," - განაცხადა ვერმაელენმა.

"ჩემი აზრით, მას შეუძლია, რომ გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. მას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს."

"ის აქამდე ტრავმების გამო ვერ ახერხებდა მოედანზე გასვლას, მაგრამ ახლა სრულად გამოჯანმრთელდა და მზადაა, რომ დაეხმაროს გუნდს," - დაასრულა ბელგიელმა.
 


ნანახია: 434 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ვერმაელენი: უილშირს შეუძლია გახდეს | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: