9:53 PM ვერმაელენი სათამაშოდ მზადაა | |
![]() ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა ზურგის ტრავმა მოირჩინა. შეგახსენებთ, რომ ტომას ვერმაელენმა ტრავმა ჯერ კიდევ ივნისის თვის დასაწყისში მიიღო და დღემდე ვერ ვარჯიშობდა, რამაც "არსენალის” დაცვის ხაზი ძალიან დაასუსტა. "ვერმაელენმა სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა. იგი სრულად გამონჯამრთელებასთან ძალიან ახლოსაა და სავსებით შესაძლებელია, მომავალი მატჩის განაცხადშიც კი მოხვდეს”. "სავარაუდოდ, იგი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი შეხვედრის განაცხადში მოხვდება, თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, მის თამაშს არც "სანდერლენდთან” [დღეს, 14 სექტემბერს] დაპირისპირებაში გამოვრიცხავ”, – განაცხადა არსენ ვენგერმა. ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში "არსენალი” სტუმრად ფრანგულ "მარსელს” დაუპირისპირდება. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |