7:22 PM ვერატი “პსჟ”-სგან ხელფასის გაზრდას ითხოვს | |
![]() იტალიელი ნახევარმცველის აგენტი თვლის, რომ მარკო მეტს იმსახურებს. გასულ ზაფხულს იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მარკო ვერატი "პსჟ”-მ "პესკარასგან” 12 მილიონ ევროდ შეიძინა და ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასული სეზონი ფეხბურთელისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა, და 20-წლის ფეხბურთელით რამოდენიმე იტალიური გრანდი და მადრიდის "რეალიც” დაინტერესდნენ. "მომდევნო კვირაში "პსჟ”-ს ხელმძღვანელებს შევხვდები, რათა მარკოს მომავალი განვიხილოთ. გარდა ამისა, ჩვენ ფეხბურთელის ხელფასის გაზრდის საკითხსაც განვიხილავთ. ვერატის მოქმედი კონტრაქტი "პსჟ”-სთან მომდევნო კიდევ ოთხი წლის განმავლობაში აკავშირებს, თუმცა ახლა იგი სულ სხვა ფეხბურთელია, და შესაბამისად, მისი სამუშაოს ფასიც საგრძნობლად გაიზარდა”, – აცხადებს მარკოს აგენტი დონატო დი კამპლი. "რეალი”? ამ ისტორიის შესახებ გაზეთში წავიკითხე, და ჩემთვის სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ მისი შეძენით სერიოზული კლუბები ინტერესდებიან”. ცნობისთვის, უახლოეს დროში "ბლანკოსის” ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა კარლო ანჩელოტი გახდეს, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშაც მარკომ "პსჟ”-ში გაიბრწყინა. წყარო: Sport mediaset | |
|
სულ კომენტარები: 0 | |