4:01 PM ვერატი:”ჩემი მომავალი ანჩელოტის არ უკავშირდება” | |
![]() მოგეხსენებათ, იტალიელი ახლაგაზრდა ნახევარმცველით, მარკო ვერატით უამრავი კლუბია დაინტერესებული. მისი შეძენისთვის დიდ ინტერესს იჩენს მადრიდის "რეალი”, რომელსაც "გუნდის ხერხემლად” წოდებული ჩაბი ალონსო დაუბერდა. ასაკს ისიც ემატება, რომ ჩაბის ტრავმა აწუხებს, რის გამოც იგი არა მარტო წინასასეზონო მომზადებას, არამედ სეზონის დასაწყისსაც გამოტოვებს. შესაბამისად დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალ სეზონში ალონსომ "რეალის” დონეზე ვეღარ შეძლოს თამაში. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია, რომ გუნდში იტალიელი ფეხბურთელი მოვიდეს. ვერატიმ, რომელიც იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, მოიცალა იმისთვის, რომ მის მომავალზე ჟურნალისტებთან ესაუბრა:” ვფიქრობ, რომ ანჩელოტი "პსჟ”-ს დატოვებს. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ იგი ისეთი მაღალი დონის გუნდში მიდის, როგორიც მადრიდის "რეალია”. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ბოლო დროს გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ მე შესაძლოა პარიზული კლუბი დავტოვო და ანჩელოტის მადრიდში გავყვე. მინდა საბოლოოდ ვთქვა, რომ მინიმუმ მომავალ ზაფხულამდე არსად წასვლას არ ვაპირებ. ჩემს კლუბში ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ყველანაირი პირობებია შექმნილი ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესირებისთვის.” | |
|
სულ კომენტარები: 0 | |