10:57 AM
ვენგერს ვოლკოტის "არსენალში" დარჩენა სურს


"არსენალის" მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს ვოლკოტის გუნდში დარჩენა სურს.

როგორც მოგეხსენებათ,"არსენალმა" ვოლკოტი 2005 წელს "საუთჰემტონისგან" 10,5 მილიონ ევროდ იყიდა და მას გუნდთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს.ვოლკოტით ბევრი გუნდია დაინტერესებული და მისი ყიდვაც ბევრ სურს.

23 წლის შემტევმა "რიდინგთან" ჰეთრიკი შეასრულა,რის შემდეგაც ვენგერი მისით აღფრთოვანებული დარჩა.

"ტეომ "რიდინგთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ჩემგან შექებაც მიიღო. მისი ყოველთვის მჯეროდა და ვამბობდი, რომ დიდი ნიჭი ჰქონდა. ვიმედოვნებ,რომ ის გუნდს არ დატოვებს.ის თამაშის დროს მაქსიმალურად არის კონცენტრირებული,რა თქმა უნდა,ეს დასაფასებელია.ვოლკოტი ძალიან დიდი ფეხბურთელია."-დაასრულა არსენ ვენგერმა.
 

ნანახია: 327 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ვენგერს ვოლკოტის არსენალში დარჩენა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: