6:15 PM ვენგერს “პსჟ” არ აინტერესებს | |
![]() ფრანგი სპეციალისტი გავრცელებულ ჭორებს უარყოფს. მადრიდის "რეალში” "პსჟ”-ს მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის შესაძლო გადაბარგების ფონზე, პრესა პარიზელების სამწვრთნელო პოსტს ლონდონის "არსენალის” მენტორის არსენ ვენგერის სახელს უკავშირებს. თუმცა, ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ "პსჟ”-სთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ლონდონის დატოვებას არ აპირებს. "პსჟ” არ დამკავშირებია. კარლო ანჩელოტი სამუშაოს საოცრად ასრულებს და ვერ ვხედავ მიზეზს იმისას, რომ იგი კლუბიდან უნდა წავიდეს, განსაკუთრებით, თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, რომლის დემონსტრირებასაც მისი შეგირდები ახდენენ. რაც შემეხება მე, მაშინ "არსენალთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, იმ კლუბთან, სადაც უკვე 17 წელია, რაც ვმუშაობ. გაფორმებულ ხელშეკრულებას პატივს ვცემ და არ ვაპირებ მოღალატე გავხდე”, – განაცხადა ვენგერმა BeIn Sport-თან ინტერვიუში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |