9:51 PM ვენგერის მომავალი წარმატებულ სეზონზეა დამოკიდებული | |
![]() ასე მიიჩნევს პირადად "მეთოფეების” თავკაცი. შეგახსენებთ, არსენ ვენგერს უკვე დიდი ხანია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ 2005-წლიდან მოყოლებული მის კლუბს ერთი ტიტულიც კი არ მოუგია, ფრანგმა კი ფსონი ახალგაზრდა ვარსკვლავების აღზრდაზე გააკეთა. ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ვენგერს "არსენალთან” კონტრაქტი ეწურება, რომლის გახანგრძლივებასაც ჯერჯერობით არ ჩქარობს. ფრანგმა სპეციალისტმა ამის მიზეზებზეც ისაუბრა. "ბევრჯერ ვთქვი, რომ კლუბს მხოლოდ კარგს ვუსურვებ. სეზონის დასრულების შემდეგ დავჯდები და დავფიქრდები, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს წელი. ეს ჩემთვის საკმარისი იქნება იმისათვის, რათა ჩემს მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მივიღო. საჭიროა, მწვრთნელი მისი სამუშაოს შედეგით შეაფასო”, – განაცხადა არსენ ვენგერმა. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |