9:36 AM
ვენგერი ზაფხულში “პსჟში” აღმოჩნდება?


ლონდონის "არსენალის” თავკაცი შესაძლოა ზაფხულში პარიზში გადაბარგდეს.

დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ "პსჟ”-ს მფლობელებს ფრანგი სპეციალისტის ხილვა სურთ თავიანთ კლუბში. აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ვენგერი პარიზში 2014 წელს გადავიდოდა, როდესაც კონტრაქტი ამოეწურებოდა "არსენალთან”. ახლა, შეიხებს მწვრთნელის სამშობლოში დაბრუნება ამ სეზონშივე სურთ.

ამის მიზეზი ის არის, რომ კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტთან პირად საუბარში განაცხადა, რომ ზაფხულში მადრიდის "რეალს” გაწვრთნის.

შეგახსენებთ, რომ მადრიდში სწორედ იტალიელი სპეციალისტის ხილვა სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, ანჩელოტიმ უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები "სამეფო კლუბთან”.

Le Parisien-ის ცნობით, პარიზელები ვენგერთან შეხვედრას მომავალ კვირას გეგმავენ.

ნანახია: 293 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: