2:19 PM
ვენგერი: თუ არა რუნი და ფელაინი, მაშინ იგუაინი და გიუნდოგანი



"არსენალის” ფრანგმა თავკაცმა სატრანსფერო გეგმა "В” შეიმუშავა.

გუშინ პრესა საუბრობდა იმის შესახებ, რომ "მეთოფეები” ამ ზაფხულს სერიოზული ფულის გადახდას აპირებენ, ეს ინფორმაცია კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმაც დაადასტურა, განაცხადა, რომ კლუბმა არსენ ვენგერს ტრანსფერებისთვის 70 მილიონი ფუნტი გამოუყო.

ეს კი არა, კონკრეტული მიზნებიც კი დასახელდა: უეინ რუნი და მარუან ფელაინი. გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეებმა” "ევერტონს” 24 მილიონ ფუნტ სტერლინგიანი წინადადებით უკვე მიმართეს.

როგორც ნებისმიერ კომპეტენტურ სტრატეგს, არსენ ვენგერსაც აქვს შემუშავებული გეგმა "В”.

იმ შემთხვევაში, თუ მეთოფეები რუნისთან და ფელაინისთან მოლაპარაკებებში წარმატებებს ვერ მიაღწევენ, კლუბი მაშინვე მიმართავს წინადადებებით იგუაინსა და გიუნდოგანს. ვარაუდობენ, რომ "არსენალი” მზად იქნება თითოეულ ნახსენებ ფეხბურთელში 25 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, იგუაინს კი ხელფასის სახით კვირაში 150 ათასი ფუნტი შესთავაზოს.

გიუნდოგანთან მოლაპარაკებებში წარუმატებლობის შემთხვევაში, ვენგერს კიდევ ერთი კანდიდატურა ჰყავს არჩეული, ლევერკუზენელი ლარს ბენდერის სახით.

წყარო: Daily Mail

ნანახია: 349 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: