8:22 AM ვენგერი რუნის ყიდვასაც აპირებს და სუარესისაც | |
![]() "მეთოფეები” მომავალ ზამთარს ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა შემტევი პოტენციალი გააძლიერონ. შეგახსენებთ, ამ ზაფხულს, არსენ ვენგერს ძალიან ბევრი ტრანსფერი ჩაუვარდა, რადგან ლონდონელებმა რამოდენიმე კლუბთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გაზეთი Mail on Sunday იუწყება, რომ "არსენალი” მზადაა ვენგერი უკვე იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაახაროს. გუნდის პირველი შენაძენი "ემიუს” ფორვარდი, უეინ რუნი უნდა გახდეს, რომლის სანაცვლოდაც ლონდონელები 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან, ინგლისელის ტრანსფერის გაჩარხვის შემდეგ კი, ლონდონში "ლივერპულის” ვარსკვლავი, ლუის სუარესიც გადაბარგდება. კლუბი რთულ მოლაპარაკებებს ელის, მაგრამ "არსენალში” არა ერთი, არამედ ორი თავდამსხმელის შეძენა უნდათ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |