9:45 PM
ვენგერი: "ნანი? ჩვენ "იუნაიტედის" არცერთი ფეხბურთელით არ ვინტერესდებით"




ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ლონდონელები "ემიუს" ნახევარმცველით ნანით დაინტერესდნენ.

"ნანი? არა. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედის" არცერთი ფეხბურთელით არ ვინტერესდებით, რადგან ყველა მათგანს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებთ. არ ვფიქრობ, რომ "ემიუ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ვინმეს გაყიდის - მას ფული არ სჭირდება",-ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.com.

მიმდინარე სეზონში "წითელი ეშმაკუნების" შემტევმა ნახევარმცველმა პრემიერ ლიგაში "ემიუს" მაისური 7 მატჩში მოიგო და 1 გოლი გაიტანა.
 
ნანახია: 261 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: