10:07 PM ვენგერი კონტრაქტის გახანგძლივების განხილვაზე უარს აცხადებს | |
![]() "არსენალის” თავკაცი ელოდება, თუ რა პოზიციაზე დაასრულებს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს. ჯერჯერობით, ლონდონელებს პლეი-ოფში გასვლა განაღდებული არ აქვთ, ფრანგი კი ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს, რომლის გაფორმების შემთხვევაშიც, მისი ყოველწლიური ანაზღაურება 7,5 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ მენეჯერს მოქმედი კონტრაქტი 2014-წლის ზაფხულში ეწურება. ასე და ამგვარად, "მეთოფეების” "სტაჟიან” მწვრთნელს იმის ეშინია, რომ რთულ ჯგუფში ბრძოლამ, სადაც მათ გარდა დორტმუნდის "ბორუსია”, "ნაპოლი” და "მარსელი” მოხვდნენ, კოლექტივი შესაძლოა დასახულ მიზანს დააცილოს. სავარაუდოდ, მხოლოდ ამ სტადიის დასრულების შემდეგ მიიღებს ვენგერი საკუთარ მომავალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. წყარო: Daily Mail | |
|
სულ კომენტარები: 0 | |