6:28 PM
ვენგერი: "იანვარში უოლკოტი გუნდს არ დატოვებს"



როგორც ჩანს, არსენ ვენგერი დაელოდება ზამთარს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს, დარჩება თუ არა გუნდში თეო უოლკოტი. იგი დააკვირდება თეოს თამაშს და ამისდა მიხედვით მოიფიქრებს, გაუხანგრძლივოს თუ არა მას ხელშეკრულება.

"დატოვებს თუ არა მოთამაშე გუნდს, თუკი ვერ შევთანხმდებით ახალ კონტრაქტზე? არა. გადაწყდება ეს სეზონის ბოლოს? დიახ."-აცხადებს "მეთოფეთა" დამრიგებელი.

"ჩვენ მასზე კვლავ დადებითად ვართ განწყობილნი. ყველაფერი დეკემბრის ბოლოს გადაწყდება."

"უოლკოტს შეუძლია ნებისმიერი ფრთიდან თავდასხმა. მაგრამ ის თავის საქმეს საუკეთესოდ გარემარბის პოზიციაზე ასრულებს. ფლანგებიდან შეტევის დროს, მისი შეჩერება რთულია. თეოს ასევე შეუძლია ცენტრ ფორვარდად თამაში."-დაასრულა არსენ ვენგერმა.
 
ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: ვენგერი: იანვარში უოლკოტი გუნდს არ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: