9:54 PM
ვენგერი დახარჯვისთვის კვლავ მზადაა. სამიზნე – გერმანული ტრიო!



"არსენალის” თავკაცი თავისი გუნდის რიგების შევსებას გერმანელი ფეხბურთელებით აპირებს.

არსენ ვენგერს გერმანიის ეროვნული ნაკრების შემსრულებლები სჭირდება.

მესუთ იოზილის საზაფხულო ტრანსფერის შემდეგ, ზამთარში ფრანგი სპეციალისტი ლევერკუზენის "ბაიერის” ჩამშლელი ნახევარმცველის, ლარს ბენდერის ხელში ჩაგდებას ეცდება.

ამ ზაფხულს, "ფარმაცევტებმა”, ლარსის თაობაზე, "მეთოფეების” 18,5 მილიონ ევროიანი შეთავაზება უარყვეს, მაგრამ, უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ვენგერი ნახევარმცველის შეძენას მაინც გეგმავს.

გარდა ბენდერისა, "არსენალი” მარკო როისსა და ილკაი გიუნდოგანს გამუდმებით დააკვირდება: ვენგერი "დორტმუნდის” მატჩებზე სკაუტებს გააგზავნის, რომლებიც ბუნდესთიმის ფეხბურთელებზე ინფორმაციას შეაგროვებენ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის "არსენალის” შემადგენლობაში ხუთი გერმანელი ფეხბურთელი ირიცხება: იოზილი, მერტეზაკერი, პოდოლსკი, აისფელდი და გნაბრი.

წყარო: The Telegraph



ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: