9:11 PM ვენგერი “არსენალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს | |
![]() "მეთოფეების” თავკაცი მიიჩნევს, რომ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, გუნდის ასპარეზობის შედეგების გათვალისწინებით უნდა მიიღოს. "არ ვჩქარობთ, – აცხადებს არსენ ვენგერი. – ჯერ მხოლოდ სექტემბერია, ჩემი კონტრაქტი კი ივნისის თვეში იწურება. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა”. "არა მგონია, რაიმე მოლაპარაკებების დაგეგმვის საჭიროება არსებობდეს. ბევრჯერ ვისაუბრე იმის შესახებ, რომ მინდა კლუბთან ერთად წარმატებას მივაღწიო და საბოლოო ჯამში, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებით და ჩემს მიერ გაწეულ სამუშაოს განვიხილავთ”. შეგახსენებთ, რომ ვენგერი "არსენალს” 1996-წლიდან წვრთნის. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |