11:38 PM ვარანმა ვარჯიში განაახლა | |
![]() ფრანგმა მცველმა მუხლის ტრავმა მოირჩინა. შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსის” 20-წლის მცველმა, რაფაელ ვარანმა მუხლზე ოპერაცია ოთხი თვის წინ გაიკეთა, და მიმდინარე სეზონის დაწყების წინ უნდა გამონჯამრთელებულიყო. მაგრამ, ახალი წინასასეზონო მზადებისას ახალგაზრდა ფრანგს დაზიანება გაუმიზეზდა, რის გამოც მადრიდელებს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა. ახლა კი, იტყობინებიან, რომ ფრანგი სრულად გამონჯამრთელდა და "რეალის” პირველ შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშიც განაახლა. "ძალიან მიხარია, რომ ბურთთან ვარჯიშს დავუბრუნდი. ახლა იმისათვის ვმუშაობ, რათა ფორმის პიკს მივაღწიო”, – დაწერა ვარანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |